fbpx

Search

+
ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“დაინერგა „360 გრადუსიანი შეფასების სისტემის“ მოდელი.

ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“2021-2022 სასწავლო წელს დაინერგა „360 გრადუსიანი შეფასების სისტემის“ მოდელი.

შეფასების მოდელის გამორჩეულობას განაპირობებს ის, რომ პროცესში მთლიანად სასკოლო საზოგადოებაა ჩართული. მათ ეძლევათ საშუალება თავად შეაფასონ არამხოლოდ სწავლის მეთოდოლოგიები თუ სასწავლო სტანდარტი, არამედ მასწავლებელთა და მოსწავლეთა კომუნიკაციის ფორმები და სხვა. ამავდროულად შეფასების სისტემა არის სრულად ანონიმური, რაც ობიექტური შედეგების ერთ-ერთი მთავარი გარანტორია.

ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბათუმის და ქუთაისის ფილიალების აკადემიურმა ნაწილმა საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. მათ შორის, გამოკვეთილი უმაღლესი შედეგების მქონე 12 მასწავლებელი, დაჯილდოვდა პრემიით. ხოლო, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომლებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

აღნიშნული შეფასების სისტემის მოდელი გვაძლევს საშუალებას სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული საქმიანობა კიდევ უფრო მაღალკვალიფიციურ ჭრილში განვავითაროთ.

ვულოცავთ ჩვენს გუნდს საუკეთესო შედეგებს!!