ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალმა ლიეტუვას სხვადასხვა სკოლის დირექტორებს უმასპინძლა სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა, მოისმინეს სკოლის შესახებ მოკლე ინფორმაცია და დაესწრნენ ჩვენი მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ მცირე ღონისძიებას ვიზიტის დასასრულს საუბარი შედგა სკოლებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე.
19 სექტემბერს ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა ‘’პროგრესში’’ 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო. ვულოცავთ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის წარმატებით დაწყებას და ნაყოფიერ, საინტერესო და პროგრესული თავგადასავლებით სავსე წელს ვუსურვებთ.
ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“კურსდამთავრებული, გელა კუხიანიძე, სწავლას გერმანიაში, ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (Ruhr-Universität Bochum) სრული დაფინანსებით განაგრძობს. გელამ მონაწილეობა მიიღო გოეთეს უნივერსიტეტის პროექტში “ხიდი განათლებისკენ”, გაიარა ერთწლიანი კურსი, ჩააბარა გერმანული ენობრივი და საგნობირივი გამოცდა Test DAF, TEST AS და სწავლა დაიწყო უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე ვულოცავთ მას და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ!