fbpx

Search

+
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია
სკოლა ‘პროგრესის’ მოსწავლეებთან და ბიოლოგიის კათედრის წევრებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსზე – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია.
შეხვედრა ჩაატარა CENN-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა და ტრენერმა-მაია კეზევაძემ.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია და დისკუსია მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ.
ღონისძიების დასრულებისას ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებებს საჩუქრად გადაეცათ ბრენდირებული კალენდრები, ბლოკნოტები და წიგნები.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – ეკოკლუბების კონკურსია და 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის მთავარი ფასეულობებია: პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი, სოლიდარობა და თანამშრომლობა.