fbpx

Search

+
საჯარო გამოსვლების კონკურსი
სკოლა “პროგრესში” სპიკერების კონკურსი ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კლასიდან.
კონკურსის ზოგადი თემატიკა იყო ომი და მშვიდობა. მონაწილეებმა აქცენტები გააკეთეს მათთვის სასურველ კონკრეტულ საკითხებზე და წინასწარ მომზადებული სიტყვით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
მოსწავლეთა შეფასებისას ჩვენი ჟიურის წევრები რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ:
🔹არჩეული საკითხის რელევანტურობა მთავარ თემატიკასთან.
🔹მონაწილის თავდაჯერებულობა;
🔹აუდიტორიასთან კომუნიკაცია;
🔹შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული საუბარი.
საბოლოოდ, საპრიზო ადგილები
ასე განაწილდა:
I ადგილი-ადრია წიქორიძე
II ადგილი-არჩილ ლომაშვილი
III ადგილი-ლევანი ჩანქსელიანი
ასევე, TOP სპიკერების წოდება მიენიჭა ელენა სილაგაძეს და ანანო კვინიკაძეს.
გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები სკოლისაგან.
ჩვენი მოსწავლეების მიერ ჩატარებული ეს აქტივობა კიდევ ერთხელ ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და გამოხატავს მათდამი სოლიდარობას.
კონკურსი ჩატარდა დებატების კლუბის ინიციატივით. შეგახსენებთ, რომ კლუბს ხელმძღვანელობს ჩვენი სკოლის მეწარმეობის მასწავლებელი თომა ეგუტიძე.