მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესსა” და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ქართულ- ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ მოაწერეს.