ოლიმპიადა ევერესტი - დაჯილდოება
“ევერესტის” გამარჯვებულების დაჯილდოება

ოლიმპიადაში “ევერესტი” მონაწილე და გამარჯვებულ პროგრესელებს სერტიფიკატები გადაეცათ.

II (2) კლასის მოსწავლე – ბარბარე ლილუაშვილი- იმერეთის მასშტაბით I ადგილის მფლობელი გახდა. (მასწავლებელი: მაგდა შურღაია).
II (2) კლასის მოსწავლე – მათე გიორგაძე იმერეთის მასშტაბით IV ადგილის მფლობელი გახდა. (მასწავლებელი: მაგდა შურღაია).
VI (1) მოსწავლე გიორგი მიქიაშვილი ოქროს ათეულში მოხვდა. (მასწავლებელი: ხათუნა მხეცაძე).
III (2) კლასის მოსწავლე ალექსი ბანძელაძე – დაჯილდოვდა “ოქროს სიგელით” ოქროს ტურში მიღწეული წარმატებისთვის. (მასწავლებელი ირინა კეჭყემაძე.

ოქროს სიგელით დაჯილდოვდნენ III (3) კლასის მოსწავლეები დავით ოსეფაიშვილი და დავით ბურჯანაძე. (მასწავლებელი: გურანდა ბანძელაძე).

ასევე დაჯილდოვდნენ პედაგოგები: მაგდა შურღაია, ხათუნა მხეცაძე,მირანდა მატარაძე, გურანდა ბანძელაძე, თეონა პერანიძე.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესს” გადაეცა სამადლობელი სერთიფიკატი წარმატებული მონაწილეობისთვის.