გრიგოლ ფაღავას ვიზიტი ბიზნესსკოლაში
მეწარმეობის მასტერკლასი ბიზნესსკოლის მოსწავლეებისთვის

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” ბრიტანული ბიზნეს სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა პრეზენტაცია-მასტერკლასი მეწარმეობაზე, რომელიც ჩაატარა მოწვეულმა სტუმარმა, გამოცდილმა მეწარმემ გრიგოლ ფაღავამ.

მეწარმემ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მისცა რჩევები, რომელიც გამოადგებათ მათ კარიერული წინსვლისთვის და მომავალი საქმიანობის უკეთ წარმართვაში.