fbpx

Search

+
ბათუმში ამერიკული საერთაშორისო აკადემია გაიხსნა

ბათუმში გაიხსნა ამერიკული საერთაშორისო აკადემია. ამიერიდან მოსწავლეები, რომლებიც ბათუმსა და მის მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ შეძლებენ მოიპოვონ ამერიკის საშუალო სკოლის დიპლომი თავიან მშობლიურ ქალაქში. თბილისისა და ქუთაისის შემდეგ ამერიკული საერთაშორისო აკადემია „პროგრესი“ ბათუმშიც დაარსდა. აკადემია თავის საგანმანათლებლო მომსახურებას გთავაზობთ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბაზაზე. აკადემია მოიცავს AP ( Advance Placement) პროგრამას IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მოემზადონ უმაღლესი სასწავლებელში ჩასაბარებლად საქართველოში და საზღვარგარეთ; გაიარონ უნივერსიტეტის მასალა და დააგროვონ კრედიტები, რომლებიც მიიღება უნივერსიტეტების მიერ; მოიპოვონ თანადაფინანსება/სტიპენდია საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში; დახვეწონ კრიტიკული აზროვნება, დროის მენეჯმენტი და სხვა უნარები, რომელიც საზღვარგარეთ სწავლისთვის არის აუცილებელი; მონაწილეობა მიიღონ სხვადსხვა საგანმანათლებლო ბანაკებში და საერთაშორისო პროექტებში; მოემზადონ SAT, TOEFEL, IELTS გამოცდებისთვის. დაესწრონ პროგრამას სრულად ან ნაწილობრივ. „ ჩვენი მიზანია მოსწავლეებს მივაწოდოთ პროგრესული განათლება, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს პასუხობს. ჩვენ ორიენტირებული ვართ მაღალი ხარისხის განათლებაზე, რომელიც მსოფლიოს სხვადსხვა უნივერსიტეტებშია აღიარებული. ჩვენ გვაქვს ამ სფეროში მუშაობის მდიდარი გამოცდილება და გთვაზობთ საგანმანათლებლო სერვისს სკოლამდელი განათლებით დაწყებული და აკადემიის ჩათვლით. ჩვენი მთავარი შენაძენი ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლებია როგორც მაღალი ხარისხის განათლების გარანტი.“ ამბობს აკადემიის გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი. პროგრამა განკუთვნილია საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც შეუძლიათ დაესწრონ აკადემიის გაკვეთილებს სკოლის შემდეგ. პროგრამა აკრედიტებულია ამერიკული სააკრედიტაციო სააგენტოს “AdvancED და “College Board” მიერ და უფლებამოსილია გასცეს მსოფლიოში აღიარებული ამერიკული საშუალო სკოლის დიპლომი.