Search

+

ჩვენი მისია

შ.პ.ს ქართულ- ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მისიაა შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, მისცეს შესაძლებლობა მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ასწავლოს მათ განსხვავებული აზრის და კულტურის პატივისცემა, ხელი შეუწყოს შეითვისოს და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს დასავლური ღირებულებები და ფასეულობები. ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი არსებობს, რათა მისცეს მოსწავლეებს  განათლება, რომელიც შთააგონებს მათ, რომ თითოეულ  მოსწავლეს შეუძლია  იყოს  წარმატებული და თავისი სიტყვა თქვას სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში. სასკოლო საზოგადოება მოწოდებულია აღზარდოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ფასეულობების მომხრე,ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი,პროგრესულად მოაზროვნე თაობა, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს.