fbpx

Search

+

სკოლის ისტორია

2022 წელს ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, საქართველოში წარმატებული მოღვაწეობის 20 წელი შეუსრულდა. დღესდღეისობით, იგი ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ქსელია ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს სამ კამპუსს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ‘’პროგრესი” დაარსდა 2002 წელს, ნინა ჩიკვაშილის, გულანთებული განმანათლებლისა და ლიდერის მიერ, რომელმაც მთელი კარიერა ‘’პროგრესის’’ განვითარებას მიუძღვნა და შექმნა ახალი სტანდარტი განათლებაში.

თავდაპირველად, შეზღული მოსწავლეების რაოდენობა ხელს უწყობდა, პატარა ზომის კლასებში მასწავლებლებს ემუშავათ ინდივიდუალური მიდგომებით და საგაკვეთილო პროცესის დროს გაეძლიერებინათ მოსწავლის უნარები და კრიტიკული აზროვნება.

ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“დღეს ორმაგი ავტორიზაციით სარგებლობს.  ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელმა ორგანომ „პროგრესს“  უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced“ მიანიჭა, რაც სკოლას ოფიციალურ უფლემოსილებას აძლევს,  ასწავლოს ინტეგრირებულად, ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!  სკოლას ასევე მოპოვებული აქვს COGNIA-ს აკრედიტაცია. 

ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს, აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა საუნივერსიტეტო პროგრამებით და ჩააბარონ AP გამოცდები, რომელში მიღებული შეფასებებიც დაეხმარებათ  საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.