fbpx

Search

+

დირექტორის მისალმება

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და კოლეგებო!

მინდა მივესალმო ჩვენს სტუდენტებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა ‘’პროგრესში’’.

ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეული სტუდენტი შევამზადოთ დროის ნებისმიერი გამოწვევებისთვის. გვჯერა, რომ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ‘’პროგრესი’’ გახდება თქვენი ფანჯარა თანამედროვე სამყაროსკენ მიმავალ გზაზე.

2022 წელი განსაკუთრებული თარიღია, რადგან უკვე 20 წელია, რაც ‘’პროგრესი’’ ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო ინსტიტუტია საქართველოში. ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით ზრდისა და განვითარებისკენ, რაც კარგად გამოიხატება წარმატებული მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მზარდ რაოდენობაში, სასწავლო პროცესის მუდმივ დახვეწასა და ახალი, მოწინავე ხარისხისა და უსაფრთხო კამპუსების მშენებლობაში.

განურჩევლად იმისა, თუ რომელ პროგრამაზე სწავლობენ მოსწავლეები – ქართულ პროგრამაზე თუ ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, განათლებას ჯანსაღ, პროგრესულ და მრავალფეროვან გარემოში იღებენ. რაც უფრო ვვითარდებით, მით მეტად უზრუნველვყოფთ მოსწავლეებისთვის ინკლუზიურ, დინამიურ და პოზიტიური გამოწვევებით სავსე სასწავლო გარემოს, სადაც თითოეულ მოსწავლეს აქვს ინტელექტუალური, პიროვნული, ემოციური და სოციალური ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა.

ჩვენი ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ სწავლებას განათლების თანამედროვე სტანდარტებით. ამიტომაც, სკოლის სამივე კამპუსი აღჭურვილია სმარტ დაფებით, უახლესი კომპიუტერული ლაბორატორიებითა და STEAM ოთახებით.

რაც უფრო მნიშვნელოვანია არის ის, რომ თქვენ, ჩვენო მოსწავლეებო, სკოლის ხედვის განუყოფელი ნაწილი ხართ. არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ იმ მოძრაობის ნაწილი, რასაც პროგრესი ჰქვია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩემს კოლეგებს, ჩვენი სკოლის მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები ვუსურვო მათ. მოხარული ვარ, რომ სკოლას თქვენსავით პროგრესული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მასწავლებლები ჰყავს! გმადლობთ, რომ ამ წლების განმავლობაში ერთად ვქმნით პროგრესს!