Search

+
“AdvancED“ აკრედიტაცია.

2019 წელს ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესს“ ამერიკულმა სააკრედიტაციო სააგენტომ “AdvancED“ მიანიჭა აკრედიტაცია.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ საქართველოში და ამიერკავკასიაში  მეორე სკოლაა, რომელმაც მიიღო “AdvancED“ -ის  ამერიკული აკრედიტაცია და უფლებამოსილია გასცეს ამერიკის საშუალო სკოლის დიპლომი.“AdvancED“  რეგიონალური სააკრედიტაციო ორგანიზაციაა, რომელიც აღიარებულია ამერიკის განათლების სახელმწიფო დეპარტამენტისა და უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ. სააგენტო აკრედიტაციას ანიჭებს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს 80- ზე მეტ ქვეყანაში.