Search

+
“მოზაიკა-2019”

19 ივლისს ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში გაიმართა რესპუბლიკური ინტელექტუალური ჩემპიონატი “მოზაიკა”. თამაში ინტელექტუალურია და მასში მონაწილეობს 6 წევრისგან შემდგარი გუნდები იღებდნენ. 2019 წელს III-VI კლასებს შორის გაიმარჯვა ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” გუნდმა “მოაზროვნეები”,რომლის დამრიგებელია ხათუნა სიმსივე. მეორე ადგილის მფლობელი ასევე სკოლა „პროგრესის“ გუნდი „მეგასმარტიკუსი“ გახდა. კლასის დამრიგებელი ნინო ხარაიშვილი არის. ხოლო მესამე ადგილზეც სკოლა „პროგრესის“ გუნდი „ვენი ვიდი ვიცი“ გახდა, რომელიც ასევე ნინო ხარაიშვილის სადამრიგებლო ჯგუფია. ხოლო VII-XII კლასებს შორის ლანჩხუთის სსიპ ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა “ფენიქსმა“ გაიმარჯვა. მეორეზე სსიპ N2 საჯარო სკოლის გუნდი „ევენჯერსი“ გავიდა. მესამე ადგილი კი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ თბილისის სკოლის გუნდმა „Juggernauts” და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის გუნდმა „mozgebma” გადაინაწილეს. ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეები პირველ ლიგაში კესო რატიანი გამოვლინდა, ხოლო მეორე ლიგაში კი სალომე ჩიკაშუა გახდა. გამარჯვებული გუნდებისათვის პრიზები დააწესა ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა „პროგრესმა“. პირველ ადგილზე გასულესბს გამარჯვებული გუნდის ექვსივე წევრს 100%-ით დაუფინანსდება სასწავლო პროგრამა STEM Academy-ში. ასევე ამერიკულ ბიზნეს-სკოლაში სასწავლო პროგრამა 50 % ით დაუფინანსდება. მეორე ადგილზე გასულ გუნდებს კი, გუნდის ექვსივე წევრს 40%-ით დაუფინანსდება სასწავლო პროგრამა STEM Academy-ში და ამერიკულ ბიზნეს-სკოლაში სასწავლო პროგრამა 40 % ით დაუფინანსდება. მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი გუნდის ექვსივე წევრს 30%-ით დაუფინანსდება სასწავლო პროგრამა STEM Academy-ში, ამერიკულ ბიზნეს-სკოლაში სასწავლო პროგრამა 30 % ით დაუფინანსდება. საუკეთესო მოთამაშეები კი სასწავლო პროგრამა STEM Academy-ში, ამერიკულ ბიზნეს-სკოლაში სასწავლო პროგრამა 70 % ით დაუფინანსდება. ჩემპიონატი უკვე მეორე წელია იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეოფილების კლუბთან” პარტნიორობით. ეს ჩემპიონატი ორენივანია. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ქართულ ენაზე თამაშობენ, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები – ინგლისურ ენაზე.