Search

+

აქტივობები

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ისეთივე დატვირთულია გაკვეთილების შემდეგ, როგორც გაკვეთილების დროს. ჩვენი დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს უამრავ  სპორტულ და სახელოვნებო აქტივობებს. კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი ( მათ შორის ჭადრაკის სწავლების ელექტრონული ვერსია), თეატრალური წრე, ცეკვა, ქსოვა, ხატვა, პროგრამირება და ვებგვერდის დიზაინი.  ჩვენთან ეწყობა მრავალი სახალისო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა  და თავიანთი ინტერესები განავითარონ. დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა ეხმიანება ჩვენი მოსწავლეების მრავალფეროვან ინტერესებს და  ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების შეკავშირებასა და ურთიერთობების განმტკიცებას.

სასკოლო ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კითხეებში სკოლის სასწავლო გეგმის საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და საკლასო გამოცდილების დანართია.

სკოლაში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა სასკოლო ღონისძიება, რომელიც ქმნის ხალისიან და საინტერესო ატმოსფეროს ჩვენი სასკოლო საზოგადოების და სტუმრებისთვის.

ყოველ გაზაფხულს ეწყობა „პროგრესის“ ინტეგრირებული ოლიმპიადა 1-6 კლასელებისთვის, შეჯიბრებები ჭადრაკში, 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით იმართება კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში.

სკოლა თავაზობს ჩვენ მოსწავლეებს სხვადსხვა კლუბებს; ინტელექტ კლუბი სად? რა? როდის? ყოველწლიურად მართავს ინტელექტუალურ რეგიონულ შეჯიბრს ინგლისურ და ქართულ ენებზე. ლიტერეტურული, კინოს, დებატებისა და სამოქალაქო კლუბები პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს საზოგადო მოღვაწეებთან და საინტერესო ადამიანებთან მოსწავლეებისთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე.

კ ლ უ ბ ე ბ ი