Search

+

ქართული ენის წრე

ხელმძღვანელი ნანა ბაბუხადია

ქართული ენის წრე შეიქმნა ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“მე-10 კლასის

მოსწავლეთა  შორის გრამატიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით. წრის მუშაობა ხელს

შეუწყობს  გრამატიკული წესებისა და ნორმების შესწავლას.

წრის მუშაობის მიზანი

1.საწრეო მუშაობის ძირითადი მიზანია მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება.

2.გრამატიკული უნარ-ჩვევების გამოყენება როგორც ზეპირმეტყველებაში, ისე წერის დროს.

3.ენობრივ ერთეულებზე დაკვირვება-მუშაობა

4.ლექსიკური მარაგის გამდიდრება

5.წაკითხული ტექსტის გააზრება, უცხო ტექსტის ზეპირი და წერილობითი გადმოცემა.

 

საწრეო მუშაობის პროგრამა

პროგრამა მოიცავს ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ აქტივობებს. სასწავლო რესურსად

გამოყენებული იქნება ნ.შარაშენიძის -მორფოლოგია, კომპიუტერი, რვეული, დაფა,

მოსწავლეები შეასრულებენ სხვადასხვა გრამატიკულ სავარჯიშოს, როგორიცაა: ტექსტში

სასვენი ნიშნების ჩასმა, გრამატიკული კროსვორდები, მცირე ზომის ტექსტის შექმნა ენობ-

რივი ნორმების გათვალისწინებით, უცხო ტექსტის წაკითხვა-გააზრება.

წრეში გაერთიანდებიან  მე-10 კლასის მოსწავლეები

წრის  მუშაობა იქნება თვეში სამჯერ

წრის მუშაობის განრიგი

სექტემბერი

 

 

22, 29

ოქტომბერი

 

 

6, 13, 20

ნოემბერი

 

 

3, 10, 17

დეკემბერი

 

 

1, 8, 15