Search

+

საბაზო სკოლა

საბაზო საფეხური არის აქტიური სასწავლო ეტაპი, როცა მოსწავლეები და მასწავლებლები ურთიერთთანამშრომლობის გზით ჩართულები არიან კვლევაზე დაფუძნებულ სწავლის პროცესში, რომელიც დატვირთული სასკოლო სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული. ის ხელს უწყობს ბავშვის მთლიანობის განვითარებას, ყურადღებას ამახვილებს  ბავშვის უნიკალურ სოციალურ, ემოციურ, ფიზიკურ და აკადემიურ მოთხოვნებზე. ჩვენი სასწავლო პროგრამა ახალისებს მოსწავლეებს, გახდნენ აქტიური მსწავლელები, კრიტიკულად  და პროგრესულად მოაზროვნე მოქალაქეები, რომელნიც ეზიარებიან საკუთარ კულტურას და  ამავე დროს არიან ღია და შემწყნარებელი სხვა კულტურების და შეხედულებების მიმართ.