Search

+

რუსული ენის წრე

ქ. ქუთაისის ქართულ-ამერიკული  სკოლა „პროგრესის“ რუსული ენის  მასწავლებლის :  ბ.ქოზაევას სამუშაო გეგმა

საწრეო მუშაობის  შესახებ

სასკოლო წრის  დაარსების ინიციატორია სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაცია, მოსწავლეთა საჭიროებებისა და მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით.

წინასწარი მოკვლევის საფუძველზე განისაზღვრა წრის მუშაობის მიმართულება და ჩამოაყალიბდა  რუსული ენისა და ლიტერატურის წრე 2017-2018 სასწავლო წლის I სემესტრიდან.

წრის დასახელება  «АбэВэГэДэйка»

საწრეო მუშაობის მიზანია:

  1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება.
  2. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობაა 2017-2018სასწ.წ. 1 სემესტრი,  კვირაში  2 სთ.

ინფორმაცია საწრეო მუშაობის შესახებ განთავსდა ვებგვერდზე, მისამართით:

რესურსები:  სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, სხვადასხვა ტიპის ტესტები, სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული სხვადასხვა საჭირო პოსტერები და თვალსაჩინოებები.

საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის განსამტკიცებლად და გასაღრმავებლად. რუსული ენის საფუძველზე პიროვნების საერთო კულტურის, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. ძირითადი აქცენტი კეთდება შემდეგ საკითხებზე:

ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:

  • სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
  • წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
  • სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
  • ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
  • მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
  • გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.

საწრეო მუშაობის პროგრამა

თვე და რიცხვი სამუშაო პროგრამა
3.10 2017 საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა.
6.10.2017 რამდენი ასო-ბგერა რუსულ ენაში? რამდენია ხმოვანი, თანხმოვანი?შესაბამის მაგალითებზე მუშაობა.
10.10. 2017 თემა.“Знакомство»  ტექსტის მოსმენა და გააზრება , Буква У А О
13.10. 2017  თემა.“Семья»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква М Х
17.10. 2017 თემა.“Утро .День .Вечер. Ночь»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква Я И
20.10. 2017 თემა.“Фрукты. сад. деревня»  ტექსტის მოსმენა და გააზრებაм Буква Л З
24.10. 2017 თემა.“Огород. овощи»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква С Ж
27.10. 2017 ენის გასატეხები მათი სწორად და სწრაფად კითხვა
31.10. 2017 თემა.“Продукты»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква Е Ё
3.11.2017 თემა.“Лес звери»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква Ю Н
7.11.2017 მახვილი   ენასა   და   ლექსსში
10.11.2017 თემა.“Звери и детёныши»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква Ы Й
14.11.2017 რისგან შედგება წინადადება? შესაბამის მაგალითებზე მუშაობა.
17.1.12017 თემა.“Домашние птицы и животные»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква Т Э
21.11.2017 რა არის სინონიმები? შინაარსით მსგავსი სიტყები.  შესაბამის მაგალითებზე მუშაობა.
24.11.2017 თემა.“Мы рисуем, цвета»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква Д Ц
28.11.2017 რა არის ანტონიმები? ერთმანეთის საპირისპირო სიტყვები. შესაბამის მაგალითებზე მუშაობა.
1.12.2017 თემა.“Одежда и обувь»  ტექსტის მოსმენა და გააზრება      Буква Г К
5.12.2017 სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა
8.12.2017 თემა.“Части тела и лица»  ტექსტის მოსმენა და გააზრება БукваЧ Б
12.12.2017 რას ეწოდება წინადადება? წინადადებები შინაარსის მიხედვით,რამდენსიტყვიანი შეიძლება იყოს წინადადება? შესაბამის მაგალითებზე მუშაობა. (განმტკიცება)
15.12.2017 თემა.“Где мы живём»  ტექსტის მოსმენა და გააზრება БукваП Б
19.12.2017 თემა.“Квартира мебель»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква Ф Щ
22.12.2017
თემა.“Времена года»  ტექსტის მოსმენა და გააზრება Буква Ь Ъ
26.12.2017 საწრეო მუშაობის შეჯამება.