Search

+

მათემატიკის წრე “წიგნიერები”

ხელმძღვანელი ცირა ტყეშელაშვილი

საწრეო მუშაობა (მე 9 კლასი)

წრის სახელწოდება:   “წიგნიერები“

მასწავლებელი:    ცირა ტყეშელაშვილი

სკოლა:   ქართულ ამერიკული სკოლა პროგრესი

წრის მოკლე დახასიათება:  წრის მიზანია, მოსწავლეებში  მათემატიკისადმი    ინტერესის  გაღვივება,  ცოდნის გაღრმავება და კვლევითი  უნარების განვითარება.    საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს, სავარჯიშოებს, დამხმარე მასალას, ამოცანებს  და თავსატეხებს. ყურადღებას გავამახვილებ  მათემატიკური  უნარ-ჩვევების (მსჯელობა, კომუნიკაცია, ამოცანების ამოხსნის უნარი) განვითარებაზე.იმუშავებენ გაკვეთილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავება-განმტკიცებაზე,რაც მოსწავლეებს დაეხმარება გააუმჯობესონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები.შევთავაზებ  მრავალფეროვან აქტივობებს, მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ  გამოვიდეს.  გამოვიყენებ  შემდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, პროექტორი,საჩვენებული ჯოხი, khan-academy,  დავალების ბარათები,  ფერადი წებოვანი ფურცლები,:

  • მათემატიკისადმი  ინტერესის  და  სიყვარულის  გამომუშავება;
  • მათემატიკური  აზროვნების  დახვეწა;
  • მათემატიკური ამოცანების კლასიკური  და წარმოდგენითი  მსჯელობის  უნარის გამომუშავება;
  • დაუსწრებელი  მოგზაურობით  გამოჩენილი  ქართველი  მათემატიკოსების   ბიოგრაფიული  მონაცემების  და   მათემატიკის  განვითარებაში მათი    ღვაწლის  შესახებ;
  • განსაკუთრებით   მათემატიკისადმი მიდრეკილების  მქონე     ბავშვების  გამოვლენა;

 

მათემატიკის  წრეში მოსწავლეთა  ჩართულობა   ხელს   შუწყობს:

  • მოსწავლეთა  დაინტერესებას    მათემატიკისადმი;
  • სხარტი,  ლაკონური  აზროვნების ჩამოყალიბებას;
  • თანამშრომლობითი  უნარის    განვითარებას;
  • პასუხისმგებლობის  გაზრდას;
  • თვითკრიტიკულობის   უნარის  განვითარებას.

დაბადების თვის, რიცხვის და წლოვანების დამოანგარიშება

დაწერეთ თვის რიგითი ნომერი, რომელშიც დაიბადეთ(იანვარი-1 თებერვალი-2 და ა.შ.) . თვის რიგითი ნომერი გაამრავლეთ 100-ზე, მიუმატეთ თვის რიცხვი რომელშიც დაიბადეთ მიღებული ჯამი გაამრავლეთ ორზე, მიუმატე რვა,გაამრავლე ხუთზე მიუმატე ოთხი გააამრავლე ათზე. საბოლოო შედეგს მიუმატე ოთხიდა თქვენი წლოვანება. რაც მიიღეთ დაწერეთ ქაღალდზე.

ამოხსნა: ვთქვათ თქვენ მიიღეთ 120896. ამრიცხვს გამოაკელით 444 მიიღებთ 12896-444=120452

მიღებული რიცხვი დაყავით ბოლოდან ორციფრიან მუხლებად ე.ი 12,04,52

პირველი დანაყოფი თვის ნომერია – 12

მეორე დანაყოფი თვის რიცხვი-04

მესამე დანაყოფი წნოვანება- 52

მოსწავლეთათვის  საინტერესო     აღმოჩნდა   სახალისო  ამოცანები.  მათ შორის   ერთერთი  ამოცანა  ასეთი იყო;

წაშლილი ციფრის  გამოცნობის  წესი.

„წაშლილი“ ციფრის გამოცნობა

დაწერეთ ნებისმიერი ხუთნიშნა რიცხვი

 

  1. სურვილის მიხედვით შეუნაცვლე თითეულ ციფრს მოცემულ რიცხვში ადგილი
  2. იპოვეთ მიღებული ორი რიცხვის სხვაობა(უდიდესს გამოაკელით უმცირესი)
  3. მიღებულ პასუხში წაშალე რომელიმე ციფრი.
  4. დაასახელე მიღებულ სხვაობაში დარჩენილი ციფრთა ჯამი.

განვიხილოთ მაგალითი

1.ვწერთ რიცხვს:  54327

  1. ვუცვლით ციფრებს ადგილებს:  42753
  2. ვპოულობთ სხვაობას : 54327- 42753 = 11574
  3. ვშლით ციფრ 7-ს

5.ვასახელებთ ციფრთა ჯამს:  1+1+5+4=11

9-ს ან 9-ის ჯერად  რიცხვს გამოაკელით 11 და მიიღებთ პასუხს კერძოდ 18-11=7

წაშლილი ციფრი არის

30 იანვარი-ფესვის თვისებები

8 თებერვალი-პროპორცია და უკუპროპორცია

4 თებერვალი– პროპორციულ ნაწილებად დაყოფა

12 თებერვალი– დაბადების თვის, რიცხვის და წლოვანების დამოანგარიშება

19 თებერვალი–პროპორციულ ნაწილებად დაყოფა

22 თებერვალი-სახალისო-თავსატეხი ამოცანების ამოხსნა

6 მარტი–სახალისო-თავსატეხი ამოცანების ამოხსნა

13 მარტი–ლოგიკური ამოცანების ამოხსნა

20 მარტი–ლოგიკური ამოცანები ამოხსნა

22  მარტი–ამოვხსნათ ამოცანები  განტოლების შედგენით

4 მარტი–მოვხსნათ ამოცანები  განტოლების შედგენით

27 მარტი–მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა

29 მარტი–წრფივი ფუნქცია

3 აპრილი–ნაშთთა არითმეტიკა

5აპრილი–გეომეტრიული გარდაქმნები

10აპრილი–ღერძული სიმეტრია,ცენტრული სიმეტრია

12აპრილი–ვექტორი.მოქმედებები ვექტორებზე

17 აპრილი–პარალელური გადატანა

19 აპრილი–კვადრატული განტოლების ამოხსნა,კვადრატული ფუნქციის შესწავლა

1მაისი–ლოგიკური ამოცანების ამოხსნა

3 მაისი–სახალისო-თავსატეხი ამოცანების ამოხსნა

10 მაისი–მიმდევრობა,პროგრესიები

15 მაისი–მიმდევრობა,პროგრესიები

17მაისი–მრავალწახნაგები

22 მაისი– –ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედში

24 მაისი—ალბათობის თეორია

29 მაისი–ლოგიკური ამოცანების ამოხსნა

5 ივნისი–khan academy –ში მუშაობა

7 ივნისი–კროსვორდების ამოხსა