Search

+

სასკოლო სასწავლო გეგმა

სკოლის აკადემიური პროგრამების შესაძლებლობები და სირთულე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, სოციალურ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, ასევე ლიდერული  და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროგრამები  ყალიბდებოდა და იზრდებოდა წლების მანძილზე. ამავე დროს, ჩვენი სკოლა ერთგული რჩებოდა  და რჩება მიზნისა და მისიის,რომელიც უნერგავს ჩვენს მოსწავლეებს,  ესწრაფოდნენ აკადემიურ წარმატებებს, თემის გაძლიერებას და მსახურებას.

ჩვენი სკოლა ესწრაფვის, დარჩეს ერთგული თავისი იდენტობის,  როგორც საერთაშორისო სკოლა, შესაბამისად  ჩვენ ვიჩენთ ძალისხმევას,  რათა ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ ფართო  დამოკიდებულება აკადემიური დისციპლინების მიმართ. ქართული და ამერიკული სისტემების შერწყმით ჩვენ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ და დახვეწონ  ენობრივი უნარჩვევები. ჩვენ გთავაზობთ ქართული  და სერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის მოსამზადებელ სასწავლო პროგრამას. ინგლისური ენა ისწავლება სკოლამდელი საფეხურიდან საშუალო საფეხურის ჩათვლით და ეფუძნება ინგლისური ენის რთულ და დახვეწილ კურსს. „პროგრესის “ პარტნიორი სკოლები ბრაიტონსა და ლონდონში თავაზობს ჩვენს მოსწავლეებს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს წელიწადში ორჯერ. ამასთანავე, ჩვენ გთავაზობთ გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს, როგორც მეორე უცხო ენას აკადემიური მიზნებისთვის. სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი, გაიუმჯებესონ და დახვეწონ გერმანული ენა  დუსელდორფსა და უნნას გიმნაზიაში.

სკოლის სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პროექტებზე  და კვლევაზე  დაფუძნებულ სწავლებას. სწავლა სწავლებისადმი – ეს ინოვაციური მიდგომა მოსწავლეებს  უღვიძებს რეალური პრობლემებისადმი ინტერესს. ცოდნის შეძენა და გამოყენება  რეალურ კონტექსტში ხდება. მოსწავლეები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, სოციალურ უნარ ჩვევებს და მოქალაქეობრივ  პასუხისმგებლობას.

ჩვენი კურსდამთავრებულთა მიღწევები მოწმობს ჩვენი სკოლის წარმატებას. „პროგრესის“  მოსწავლეები  როგორც გამოსაშვებ ,ისე ეროვნულ გამოცდებზე საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს ბევრად უსწრებენ, ისინი ყველაზე წარმატებულ ქართულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, ხოლო კურსდამთავრებულთა ნაწილი კი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებში.

სკოლა ეხმარება მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს, როგორც მომავალი პროფესიის, ასევე ქართული და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების შერჩევაში. კარიერული და პროფესიული რჩევის  საგანმანათლებლო სერვისი გულისხმობს მოსწავლეებისთვის მათთვის სასურველი უნივერსიტეტის მოძიებას,  ჩარიცხვისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაციის შევსებაში დახმარების გაწევას.

ბოლო 5 წლის მანძილზე  კურსდამთავრებულთა 100% ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და მიიღო სახელმწიფო გრანტი.