Search

+

კურსები

ქართულ-ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“  STEM-ის  პროგრამის მიზანია, გაუღვიძოს მოზარდებს ინტერესი და ცნობისმოყვარეობა საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. პროგრამა ახალესებს მოსწავლეებს, აღმოაჩინონ ახალი, ჩაატარონ ექსპერიმენტები, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და თავადაც დანერგონ ინოვაციური იდეები. მყარი საფუძველი  STEM-ის საგნებში ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, განავითარონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში: ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარი, შემოქმედებითობა, გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი. STEM–ის ლაბორატორია სთავაზობს ჩვენს მოსწავლეებს, გამოცდილება მიიღონ და ექსპერიმენტები ჩაატარონ რობოტულ ინჟინერიაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში. მათ შეუძლიათ ჩაატარონ ცდები და იპოვონ გადაწყვეტის გზები. რეალურ ლაბორატორიასთან ერთად STEM-ის  ვირტუალური ლაბორატორია ნებისმიერი ცდის და ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას იძლევა. ჩვენ განსაკუთრებით ვახალისებთ გოგონებს, ჩაერთონ ამ პროგრამაში და გადალახონ გენდერული სტერეოტიპები საბუნებისმეტყველი საგნებთან მიმართებაში.

სამუშაო ადგილები, რომლებიც STEM-ის საგნებს უკავშირდება, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე, ყველაზე მეტ ვაკანსიას გვთავაზობს.  იმ ახალაგაზრდებს, რომლებმაც უნივერსიტეტში დიპლომი ამ საგნებში   მოიპოვეს, ეძლევათ ბრწყინვალე კარიერული წინსვლის შანსები. ამ პროგრამაში მონაწილეობა არის შესანიშნავი ხერხი საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეებისთვის, შეიტყონ მეტი უნივერსიტეტებში STEM-ის სწავლების და მომავალი პროფესიის შესახებ.

ჩვენმა მოსაწავლეებმა უკვე აჩვენეს თავიანთი გამორჩეული შესაძლებლობები STEM-ში, 2011 წელს ნატალია ჭუმბურიძე და 2017 წელს გიორგი ფხაკაძე გახდნენ ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში  გამარჯვებულები და დაესწრნენ INTEL ISEF- საერთაშორისო  სამეცნიერო გამოფენას ლოსანჯელესში, აშშ.  ხოლო 2017 წელს გიორგი ურატაძე და იონა იობიძე  გახდნენ  სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებულები.

STEM-ის აკადემია ყოველ შაბათს მართავს საინტერესო გაკვეთილებს მათემატიკაში, გამოყენებით ფიზიკასა და ინგლისურ ენაში. აკადემია ბავშვებს უნერგავს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესს, ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას.  მოსწავლეები მიიღებიან მე-4 კლასიდან. STEM -ის აკადემიის კარი ღიაა სხვა საჯარო და კერძო სკოლის  მოსწავლეებისთვისაც.

არჩევითი საგნები

არჩევითი საგნები კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და ამდიდრებს სკოლის სასწავლო გეგმას. არჩევითი საგნებიდან მოსწავლეებს შეუძლიათ  შეისწავლონ ამერიკისმცოდნეობა, მსოფლიო კულტურა, მეწარმეობის საფუძვლები, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა.

1-7 კლასებში მოსწავლეები ეუფლებიან ბიზნესის უნარ ჩვევებს, ეს პროგრამა ამერიკის განვითარების  სააგენტოს “Junior Achievement Georgia” პროექტის მიერ  შედგენილი  სასწავლო გეგმაა და მოსწავლეებისთვის  ძირითადი ფინანსური, ბიზნეს და მეცენატობის პრინციპების სწავლებას ისახავს მიზნად.

„პროგრესი“ ყოველ აკადემიურ წელს  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შანსს, იმოგზაურონ საზღვარგარეთ  დამატებითი სწავლისა და ინტერკულტურული კომპეტენციების ასამაღლებლად. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, უნგრეთი , ავსტრია, საბერძნეთი და უკრაინა ის ქვეყნებია, სადაც ჩვენი მოსწავლეები ესწრებიან ტრენინგებს , სემინარებს, სხვადსხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს და უცხოელ თანატოლებთან ერთად აწყობენ ექსკურსიებს. პროგრამა ასევე გულისხმობს ჩამოთვლილი ქვეყნების მასწავლებლების და მოსწავლეების სტუმრობას საქართველოში.