Search

+

აკადემიური კალენდარი

ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა, ჩვენი დატვირთული სასკოლო სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ საკლასო დროის დაახლოებით 20% შეადგენს.  დროის დარჩენილი 80%-ის  განმავლობაში მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ენაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. ჩვენი სასკოლო სასწავლო გეგმის შედეგია უნიკალური ორენოვანი და მულტიკულტურული განათლება, რომელიც სწავლა- სწავლების საუკეთესო პრაქტიკას აერთიანებს.

სკოლამდელი საფეხურიდან მოყოლებული 12 კლასის ჩათვლით ჩვენი მოსწავლეები იღებენ ორენოვან განათლებას ქართულ/ინგლისური სასწავლო გეგმის მიხედვით. მე -4 კლასიდან  ინგლისური ენის სწავლება ორი სტანდარტის საფუძველზე ხორციელდება.  საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ინგლისური ენის პროგრამა სავალდებულოა , ხოლო  ამერიკული, კერძოდ Collage Board-ის აკრედიტებული ინგლისური ენის სწავლების პროგრამა, რომელიც მოსწავლეთა SAT და  AP-ის გამოცდებისთვის მომზადებას  უზრუნველყოფს, არჩევითია.

ინგლისური ენა ინტენსიურად ისწავლება დაწყებითი საფეხურიდან , ჩვენი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ   ინგლისური ენის კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებს (YLE, KET, PET , FCE ). მე-10 კლასიდან  მოსწავლეები ეზიარებიან ინგლისური ენის უფრო რთულ პროგრამას, რომელიც  TOEFL, IELTS,  PSAT და SAT -ის გამოცდებისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.

2017 წელს ჩვენმა სკოლამ ჩაატარა ინსტიტუციური TOEFL გამოცდა 400 ზე მეტი მოსწავლისათვის, მოსწავლეთა შედეგებმა  სრულიად გაამართლა ჩვენი მოლოდინები.

2015 წელს პროგრესის მოსწავლე ადამ კარამმა, რომელიც წარმოშობით ეგვიპტიდან არის, გაიმარჯვა ამერიკის მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ  ინგლისური ენის მართლწერის კონკურსში. ადამი და მისი მასწავლებელი ქალბატონი ელისო წიქრიძე აშშ-ს საელჩომ და ბატონმა ელჩმა იან კელიმ საელჩოში მიიწვია სტუმრად.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ კურსადამთავრებულთა  ეფექტური ცოდნა ინგლისურ ენაში აღიარებულია სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ. ჩვენი კურსდამთავრებულები თავისუფლდებიან ეროვნული გამოცდებისაგან, თუკი ისინი სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ.

ინგლისური ენის გარდა ჩვენი მოსწავლეები ეუფლებიან გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს . ოთხი ენობრივი უნარ ჩვევის: კითხვა, მოსმენა, საუბარი და წერის უნარების განვითარების კვალდაკვალ ისინი ეუფლებიან ეფექტურ ენობრივ და კულტურულ კომპეტენციებს.  თითოეულ კლასს აქვს მოსწავლის ასაკთან  შესაბამისი ენობრივი პროგრამა, რომელიც ამ უნარ ჩვევებს ავითარებს. გერმანულ ენაში მოსწავლეები აბარებენ გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის გამოცდას  Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch.