Search

+

პროგრესის შესახებ (ჩვენს შესახებ)

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ დაარსდა 2002 წელს ქალბატონ ნინო ჩიკვაშვილის ძალისხმევით. სკოლის პირველი კამპუსი გაიხსნა ქალაქ ქუთაისში, ბათუმის ფილიალი -2016 წელს,  თბილისში ქალბატონებმა  ნინო ჩიკვაშვილმა და რუსუდან ბოლქვაძემ დაარსეს    შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, რომელმაც პირველ მოსწავლეებს კარი 2017 წელს გაუღო.

სკოლა „პროგრესი“ გთავაზობთ ბრწყინვალე ეროვნულ და საერთაშორისო განათლებას სკოლამდელი აღზრდიდან დაწყებული საშუალო საფეხურის ჩათვლით, ორენოვან და მრავალენოვან გარემოში. „პროგრესმა“ 2011 და 2016 წლებში წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  აკრედიტაცია.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესში“ დასაქმეულია 120 თანამშრომელი. სკოლის   ლიდერთა და პედაგოგიური გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ადმინისტრატორებს და მასწავლებლებს, რომლებიც ერთგულნი არიან თავიანთი პროფესიის და ეხმარებიან ჩვენს მოსწავლეებს, როგორც აკადემიურ, ისე სკოლის გარეშე აქტივობებებში. ჩვენი სკოლის ბიბლოითეკარები, სკოლის ექთანი, მანდატურები, მოსწავლეთა აქტივობების კორდინატორი, დამხმარე მასწავლებლები, სკოლის უსაფრთხოებაზე და სისუფთავეზე პასუხისმგებელი  ადამ­იანები უზრუნველყოფენ სკოლის ყოველდღიურ წარმატებულ საქმიანობას. ჩვენი სკოლა არის ცოცხალი სასკოლო თემი, რომელიც ცვლის ადამიანებს უკეთესობისკენ, ადამიანებს, რომლებიც თავად შეცვლიან ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ.

პარტნიორები

ჩვენი მისია და ხედვა

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ პროფესიონალი და ერთგული თანამშრომლების გუნდი, ჩვენ შთავაგონებთ და ვახალისებთ ჩვენს მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას, ცნობისმოყვარეობას და პატივისცემას.

ხედვა

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მიზანია აღზარდოს პროგრესულად მოაზროვნე ლიდერთა თაობა, რომელიც ისწრაფვის უწყვეტი განათლებისკენ, პროგრესისა და უკეთესი მომავლისკენ ჩვენს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.

მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებს.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი ღირებულებები და რწმენა ხორცშესხმულია ჩვენი სკოლის კულტურასა და კლიმატში, რომელიც ჩვენმა სასკოლო საზოგადოებამ  შექმნა საქმისადმი ერთგულებით,  თავდადებით, ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობით.

მიღება

განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე

პირადობის მოწმობა

2 ფოტოსურათი (3/4)

დაბადების მოწმობა

ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ( ფორმა №27 )

სიახლეები

25 ივნ
მასწავლებლების შეჯიბრი
ქართულ ამერიკულ საერთაშორსო სკოლა “პროგრესში” ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის ფილიალების თანამშრომლებს შორის ...
25 ივნ
პირველკლასელთა დაჯილდოება
📖📖 ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა ” პროგრესში” პირველ კლასელთა დაჯილდოება მოეწყო. 👏👏 დირექციამ მოსწავლეებს ...
20 ივნ
“მოზაიკა-2019”
19 ივლისს ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში გაიმართა რესპუბლიკური ინტელექტუალური ჩემპიონატი “მოზაიკა”. ...
30 მაი
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის” მეათე რეგიონალური ,,პროგრესს’’ ოლიმპიადის შედეგები
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო  სკოლა ,,პროგრესის”  მეათე რეგიონალური   ,,პროგრესს’’ ოლიმპიადის შედეგები უკვე ცნობილია  ...
10 მაი
ოლიმპიადა
🔶⏰ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის’’ ადმინისტრაცია გატყობინებთ, რომ უფასო ოლიმპიადა გაიმართება 11 მაისი; I-V ...
07 მაი
სასკოლო რესპუბლიკური ინტელექტუალური ჩემპიონატი “მოზაიკა”
სასკოლო რესპუბლიკური ინტელექტუალური ჩემპიონატი “მოზაიკა” ნეოფილების კლუბი / The Neophiles Club და ...
07 მაი
მიიღე ამერიკული განათლება შენს ქალაქში, მოიპოვე როგორც სახელმწიფო, ისე ამერიკული საერთაშორისოდ აკრედიტირებული ატესტატი!
მიიღე ამერიკული განათლება შენს ქალაქში, მოიპოვე როგორც სახელმწიფო, ისე ამერიკული საერთაშორისოდ აკრედიტირებული  ატესტატი! ...
01 მაი
მოიპოვე დაფინასება
X რეგიონალური პროგრესს ოლიმპიადა I-V კლასის მოსწავლეებისთვის !! ✍ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” ...
25 აპრ
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის” თბილისი/ქუთაისი/ბათუმი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ქალბატონი ნინო ჩიკვაშვილი, იმყოფება თურქეთში/სტამბულში
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის” თბილისი/ქუთაისი/ბათუმი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ქალბატონი ...